არგენტინული კრევეტები ტაფაზე ნივრით, გახეხილი ჯანჯაფილითა და ხერესით

30 წთ
მაღალი ცილებით

არგენტინულ კრევეტებს სამხრეთ არგენტინის ღია წყლებში იჭერენ და მაშინვე ღრმად ყინავენ, რის შედეგადაც კრევეტები ინარჩუნებს თავის ფერს, ტექსტურას, საკვებ ღირებულებასა და ხარისხს. ეს კრევეტები იშვიათი და ძალიან ფასეულია მათი გემოს გამო.

თქვენ დაგჭირდებათ

  • არგენტინული წითელი კრევეტები, ცოცხლად გაყინული, ბაკნითა და თავებით, VIČI – 1 კგ
  • ნიორი – 7 კბილი
  • გახეხილი ჯანჯაფილი – 5 სუფრის კოვზი (100 გ)
  • სოიოს საწებელი – 50 მლ
  • ზეითუნის ზეთი – 60 მლ
  • ახალი ბეგქონდარა – 3 ტოტი
  • ხერესი – 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონი – 1 ცალი

მომზადება

1
კრევეტებს მოაცილეთ ნაწლავები, გაჭერით ბაკანი და წყლით გარეცხეთ. ბალანი დაუტოვეთ, რომ უფრო წვნიანი გამოვიდეს.
2
ცალკე ერთმანეთს შეურიეთ დაკეპილი ნიორი, ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი, ხერესი და სოიოს საწებელი. ლითონის ან თუჯის ტაფაზე დადეთ კრევეტები, დაასხით საწებელი კუდთან ჭრილში.
3
დაადეთ ლიმნის წილაკები, დაატარეთ ბეგქონდრის ტოტები, 25 წუთით შედგით 200°C ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში. სუფრასთან პირდაპირ ტაფით მიიტანეთ.