კრევეტების სოლიანკა შავი ქლიავით

15 წთ
უცხიმო

ვეფხვისებრი კრევეტები წყნარი და ატლანტიკის ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებშია გავრცელებული. მათი ხორცი ნაზი და მკვრივია, გემოთი ყველაზე მეტად კიბოს ხორცის გემოს წააგავს. მის შემადგენლობაში მრავლად არის სასარგებლო ნივთიერებები.

თქვენ დაგჭირდებათ

  • კრევეტები ბაკანში, თავის გარეშე, ბლოკში 16/20 VIČI – 300 გ
  • თეთრი მშრალი ღვინო – 50 გ
  • მჟავე კიტრი – 100 გ
  • ზეთისხილი – 25 გ, კაპარი – 20 გ
  • ტომატის პასტა – 25 გ, ლიმონი – ნახევარი
  • კარაქი – 20 გ, ზეთი – 25 გ
  • შავი ქლიავი, კურკის გარეშე – 50 გ
  • არაჟანი – 50 გ
  • ხახვი – 300 გ, დაკეპილი ნიორი – 2 კბილი
  • მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ახალი კამა – გემოვნებით

მომზადება

1
კრევეტები გაწმინდეთ. ხახვი წილაკებად დაჭერით, ღრმა ტაფაზე მოხრაკეთ ზეთსა და ტომატის პასტაში 3 წუთის განმავლობაში.
2
დაუმატეთ კრევეტები და თეთრი მშრალი ღვინო, ამზადეთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ კრევეტები ამოიღეთ.
3
მჟავე კიტრს გააცალეთ კანი, დაჭერით წილაკებად, ქურაზე, ცალკე ჭურჭელში მოთუშეთ დარბილებამდე.
4
ზეთისხილი რგოლებად დაჭერით და ღრმა ტაფაზე დადეთ ხახვთან ერთად, დაუმატეთ წყალი, დადგით ზომიერ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ კიტრი. მიღებული ნარევი ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ ნიორი და შავი პილპილი.
5
სუფრასთან მიიტანეთ ღრმა თეფშით. თითოეულ თეფშში ცადეთ 3-4 ცალი კრევეტი, არაჟანი, ლიმნის წილაკი, დაკეპილი კამა. ზემოდან მორთეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი შავი ქლიავით.