ჩვენ შესახებ

VIČI – თევზის, სურიმის, ორაგულის, ქაშაყის, ზღვის პროდუქტების, პელმენის, პიცისა და ბლინების სავაჭრო ნიშანია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ხარისხის, შესანიშნავი გემოს, კვებითი თვისებებისა და მომზადების სიმარტივის წყალობით მომხმარებლის მაღალ შეფასებას იმსახურებს.

VIČI სამი ათწლეულის წინ მოევლინა ქვეყანას, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტვური ბრენდია ევროპაში. VIČI-ს პროდუქციას ჰოლდინგი Vičiūnai Group უშვებს, რომელმაც საქმიანობა ლიტვაში, კაუნასში დაიწყო.

VIČIŪNAI ჯგუფის შესახებ

1991 წელს დაფუძნებული Vičiūnai ჯგუფი ლიდერობს სურიმის მსოფლიო ბაზარზე და ერთ-ერთი პირველია ევროპაში თევზის პროდუქტებისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებლებს შორის. დღეს პოპულარულ ბრენდ VIČI-სთან ერთად ჰოლდინგის კომპანიები ESVA, Columbus, Laika და სხვა სავაჭრო ნიშნებით აღნიშნულ პროდუქციას უშვებენ და მსოფლიოს 70-ზე მეტ ბაზარზე უგზავნიან მას მომხმარებლებს. თევზისა თუ სხვა საკვები პროდუქტის მთელი მსოფლიო ოკეანე აჭრელებულია Vičiūnai ჯგუფის 3 000-ზე მეტი დასახელების ნაწარმი.

გაყიდული პროდუქციის თითქმის 91% ხუთ რეგიონში: ბალტიის ქვეყნებში, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, სკანდინავიაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში ექსპორტი შეადგენს. ჰოლდინგი Vičiūnai ჯგუფის ფაბრიკებში შექმნილი პროდუქტები მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ისეთი სავაჭრო ქსელების თაროებზე იგზავნება, როგორებიც არის Lidl, Aldi, Sainsbury, Carrefour, Casino და Wallmart. აღმოსავლეთის ბაზრებზე ყველა ძირითად სავაჭრო ქსელთან ვმუშაობთ. ესენია Metro, Auchan, "Магнит", X5, "Лента", Okey, "Дикси", "Гиперглобус", "Сильпо", "АТБ", "Виталюр", Magnum და სხვები. ჰოლდინგის სავაჭრო კომპანიები მსოფლიოში ფართოდ ცნობილი სავაჭრო ნიშნების: Hortex, Bonduelle, Lamb Weston, Nestle, Dujardin и McCain წარმომადგენლები არიან.

Vičiūnai ჯგუფის უწყვეტი ზრდის საწინდარია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის აბსოლუტური კონტროლი – ანი-დან ჰაე-მდე. ეს საშუალებას გვაძლებს, პროდუქციის უმაღლესი ხარისხის გარანტია გავცეთ როგორც ლიტვაში, ასევე საზღვარგარეთაც. Vičiūnai ჯგიფუს თანამედროვე ფაბრიკები ლიტვაში, ესპანეთში, რუსეთსა და ესტონეთში უშვებს დამარილებულ, შებოლილ, გაყინულსა და საფანელიან თევზს, სურიმის პროდუქტებს, ზღვის ნობათს, ცომეულის ნაწარმს. წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების უმეტესობა თავად Vičiūnai ჯგუფის ჯოლდინგის ფაბრიკებიდან მოდის და, ამგვარად, მცირდება ნედლეულის მომწოდებლებზე დამოკიდებულების დონე. პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტს საკუთარი ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიები უზრუნველყოფს, გაყიდვებით კი დაკავებული არიან 23 ქვეყანაში მოქმედი და თავის ბაზრებში შესანიშნავად გათვითცნობიერებული  Vičiūnai ჯგუფის გამსაღებელი კომპანიები.

Vičiūnai ჯგუფი მსოფლიო ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია და შესანიშნავად აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას მუშაკების, კლიენტების, პარტნიორების, გარემოსა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ ჰოლდინგი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იცავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კულტურას, მდგრადი ბიზნესის პრინციპებს და თავისი წვლილი შეაქვს ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნებისა და მათი რაციონალური გამოყენების გრძელვადიან პერსპექტივაში. ამას ადასტურებს სერტიფიკატები: ISO, BRC, IFS Food, IFS Logistics, MSC, FSSC 22000, ASC, Global Gap., რომლებიც ხარისხის გარანტიას წარმოადგენს ბიზნესის ამ სახეობაში.

მიღწევები

  • თევზისა და ზღვის პროდუქტების მსოფლიოში უდიდეს გამოფენაზე Seafood Excellence Global, რომელიც 2019 წელს ბრიუსელში ჩატარდა, კვების მრეწველობის დარგის ექსპერტთა კომისიამ Wok-ის მაკარონები აზიურად, რომელიც გლუტენს არ შეიცავს, ყველაზე ინოვაციურ პროდუქტად აღიარა.
  • 2018 წელს Seafood Excellence Global-ის დაჯილდოების ცერემონიაზე VIČI-ს სურიმისგან დამზადებულმა ფურცლებმა ლაზანიისთვის გაიმარჯვა კატეგორიაში „ყველაზე ინოვაციური პროდუქტი“.
  • 2017 წელს Seafood Excellence Global-ის დაჯილდოების ცერემონიაზე VIČI Jūros perlai-ს სურიმის პატარა ნაჭრებმა გაიმარჯვა კატეგორიაში „ყველაზე მოხერხებული პროდუქტი“.
  • 2002 წელს Seafood Excellence Global-ის დაჯილდოების ცერემონიაზე VIČI-ს სურიმისგან დამზადებული კიბორჩხლის ჩხირები VIČI Snow Crab ყველაზე სასარგებლო პროდუქტად იყო აღიარებული.
  • 2019 წელს ლიტვურ კონკურსში „წლის სასაქონლო ნიშანი“, რომელიც Verslo žinios გამოცემის ორგანიზებული იყო, VIČI-მ ინტერნავტების სიმპათიების პრიზი მოიპოვა.