სურიმის ცხარე ბურთულები

2
ნაწილი
უცხიმო
მაღალი ცილებით

პიკანტური გემოს მოყვარულებს, ვისაც ახალი რეცეპტის გასინჯვა სურს, ვურჩევთ, კიბორჩხლის ჩხირებით მომზადებული ბურთულები დააგემოვნონ. ნიგვზით შეკაზმული და ლამაზი ფორმის მრგვალი ბურთულები დაამშვენებს თქვენს სუფრას და ყველაზე შარიან სტუმარსაც კი გააოცებს.

თქვენ დაგჭირდებათ

  • VIČI კლასიკური ჩხირები სურიმი
  • 2 კვერცხი
  • მაიონეზი
  • 400 გ გახეხილი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი მუჭა ნიგოზი

მომზადება

1
სახეხზე გახეხეთ კიბორჩხლის ჩხირები.
2
სურიმის ჩხირების ნახევარი შეურიეთ გახეხილ ყველს, გახეხილ კვერცხს, დაქუცმაცებულ ნიორსა და მაიონეზს.
3
შეკაზმეთ დაქუცმაცებული ნიგვზით, მარილითა და შავი პილპილით.
4
ყველაფერი კარგად აურიეთ და სველი ხელებით გააკეთეთ პატარა ბურთულები.
5
მზა ბურთულები შეახვიეთ გახეხილი სურიმის ჩხირების დარჩენილ მასაში.